ჟურნალისტთა კლუბი

სარჩევი

ჩვენ შესახებ

კინოკლუბი

მინდა გითხრათ, რომ კომაროვის სკოლაში წინა სასწავლო წლიდან მოყოლებული უამრავი სასკოლო   გაერთიანება არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთია „კინოკლუბიც“, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ.  ორგანიზატორებს გიორგი გურულსა და ნინი მანაგაძეს ვთხოვე ცოტა რამ მოეყოლათ ამ კლუბური აქტივობის შესახებ.

ნინი: პირველად  „კინოკლუბის“ გახსნის აზრი გიორგი გურულმა შემომთავაზა. ძალიან დავინტერესდი რადგან მსგავსი გაერთიანება ჯერ ჩვენს სკოლაში არ ასებობდა, ამას გარდა ძალიან მიყვარს ფილმები და იმის პერსპექტივამ, რომ შემეძლებოდა ჩემი საყვარელი ფილმების  მეგობრებთან ერთად ყურება და მათი აზრების მოსმენა ძალიან მომხიბლა, ამიტომაც დიდი სიხარულით დავთანხმდი. დახმარებისთვის ქალბატონ დიანა არჯევანიძეს მივმართეთ, რომელიც ჩვენი სკოლის კლუბური აქტივობების სულისჩამდგმელია. ის აღფრთოვანდა ჩვენი წამოწყებით და დაგვეხმარა კიდეც ამ იდეის განხორციელებაში. ასე ჩაეყარა საფუძველი კინო კლუბს.

ჩვენ ვეცადეთ, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები ინტერაქტიულიც ყოფილიყო და სახალისოც. ამიტომაც, ყოველ შეკრებაზე ჩვენ ვუყურებდით ერთ მხატვრულ ფილმს, რომელსაც მოყვებოდა დისკუსია ფილმში წამოჭრილ ამა თუ იმ საკითხზე.  თავიდან ამ ყველაფრით ბევრი ბავშვი არ დაინტერესებულა, რაზეც ცოტა ვდარდობდით კიდეც, გვეგონა, რომ ეს იდეა უბრალოდ არავის მოსწონდა. მაგრამ ყოველ მომდევნო შეკრებაზე უფრო და უფრო მეტი მოსწავლე გვიერთდებოდა, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა ჩვენი მონდომება და მიზანდასახულობა.

სამწუხაროდ ვერ შევძლელით ახალი სასწვლო წლის დაწყებისთანავე გაგვეახლებინა „კინოკლუბის“ შეკრებები. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ჩვენი დროის სიმცირის გამო. ახლა შემიძლია დიდი სიხარულით ვთქვა, რომ „კინოკლუბის“ ყოველკვირეულ სეასნსებს კვლავ გახსნილად ვაცხადებთ.

მოსწავლეებს შეუძლიათ სურვილისამებრ დაესწრონ შეხვედრებს, რომლებიც ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, სალექციო დარბაზში, ექვსი გაკვეთილის შემდეგ. უფრო ზუსტად კი 15:30-ზე.  ფილმის შერჩევა ხმის მიცემის პრინციპით მოხდება. დამსწრეებს შეეძლებათ ჩვენ მიერ შეთავაზებული ფილმებიდან თავისი ფავორიტი ამოარჩიონ. აქვე იმასაც დავძენ, რომ ამ კვირის ფილმი იქნება “თავისუფლების მწერლები’’.

თებერვალი, 2019

გამოცემა N2

ავტორი: მარიამ ჯაფარიძე