ჟურნალისტთა კლუბი

სარჩევი

ჩვენ შესახებ

თოფურია

ამ წიგნს ყველა იცნობს, როგორც „თოფურია“, მაგრამ რატომ იჩრდილებიან დანარჩენი ავტორები, კვლავ ამოუცნობია. ეს ამბავი შეგვიძლია გავაიგივოთ ნილ არმსტრონგის ისტორიასთან . მისი სახელი ისევე ჩრდილავს ედვინ ოლდრინს და მაიკლ კოლინს, როგორც თოფურია აბესაძეს, ხოჭოლავას და ა.შ.

თუმცა, ბოლო დროს სკოლაში ტელეფონის დამტენი უფრო მარტივი საშოვნია, ვიდრე თოფურია. გაგიკვირდებათ, და ერთი შეხედვით ასე ჩანს. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს თოფურიას PDF ვერსია.

ხშირად ისმის კითხვა, მართლა აქვს თუ არა ყველა კომაროველს თოფურიის ორივე ნაწილი?

ყველა კომაროველისთვის თოფურია მეორე „ვეფხისტყაოსანია“, უფრო მეტიც, თოფურიას ამოცანების რაოდენობა „ვეფხისტყაოსანში“ არსებულ ტაეპების რაოდენობას აჭარბებს.

თოფურია არც კოკა-კოლას ჩამოუვარდება თავისი ფუნქციების რაოდენობით. აი, მაგალითად, თუ კოკა-კოლით ასუფთავებენ, თოფურიათი აჭედებენ , კოკა-კოლით ტკივილს აყუჩებენ, თოფურიათი კი - აყენებენ და რაც მთავარია, არც კოკა-კოლა ვარგა დიდი დოზით და არც - თოფურია.

ბოლოს მაინც ყველაზე საინტერესო არის ის, თუ რატომ ითხოვენ მაინცდამაინც თოფურიის 1991 წლის გამოცემას ? ალბათ იმიტომ, რომ ძველი უფრო სქელყდიანი და მჩატეა. :)

აპრილი, 2017

გამოცემა N2

სტატიის ავტორი: ანი არაბიძე და ელენე გაბესკირია