ჟურნალისტთა კლუბი

სარჩევი

ჩვენ შესახებ

მიწისქვეშა თავშესაფარი

ალბათ თქვენს უმრავლესობას სმენია მიწისქვეშა თავშესაფრების შესახებ. თითქმის დარწმუნებული ვარ თვალი მოგიკრავთ ცნობილი სატელევიზიო შოუებისთვის როგორიცაა ’’House of Anubis’’ ან ’’Закрытая школа’’, სადაც სკოლის ქვეშ არსებულ თავშესაფრებში საინტერესო და ამაღელვებელი სიუჟეტები ვითარდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ ლეგენდები და მითები მათ შესახებ ძალიან ბევრია. ვერ უარვყობთ, რომ ყველაფერი, რაც გასაიდუმლოებულია დიდ ინტერესს აღძრავს ხალხში. ჩვენ დავდივართ ქალაქის ქუჩებში და წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმაზე, რომ ჩვენ ფეხქვეშ შეიძლება თავშესაფარი ან გვირაბი იყოს. ყველაფერი უჩვეულო და გრანდიოზული მიწისქვეშაა დამალული. ბუნკერი რკინა-ბეტონის სქელკედლიანი თავშესაფარია, რომელიც როგორც წესი მიწისქვეშაა მოთავსებული და ომის, თავდასხმებისა და არეულობის დროს სამოქალაქო პირების დასამალად გამოიყენება. ბუნკერში უნდა იყოს ოთახები მინიმალური ავეჯით, სამედიცინო პუნქტი, სამზარეულო, ტუალეტი და თქვენ წარმოიდგინეთ საშხაპეც კი. მაგრამ, ბუნკერების ადგილმდებარეობა საზოგადოებისათვის მკაცრად გასაიდუმლოებულია. ბუნკერები ყველაზე წარმოუდგენელ და უცნაურ ადილებშია განთავსებული. მიწის ზემოთ, ბუნკერის შესანიღბად შეიძლება სტადიონი, ძველი ცარიელი აუზი, რაიმე შენობა ან გორაკი იყოს. საჰაერო თავდასხმების დროს, მტერი ვერ უნდა მიხვდეს მის ადგილმდებარეობას. მაგრამ, არის ნიშნები რომლებითაც შეიძლება ივარაუდო, კონკრეტულ ადგილზე თავშესაფარის არსებობა. სკოლის ქვეშ თავშესაფრის არსებობის დიდი ალბათობა არსებობდა. პირველ რიგში იმიტომ რომ, სკოლა სწორედ იმ დროსაა აგებული, როდესაც თავშესაფრები შენობის აუცილებელი ნაწილი იყო. კიდევ იმიტომ რომ, ჩვენს სკოლაში ბევრი უცნაური ჩაკეტილი კარია. საბოლოოდ კი, სპორტ-დარბაზის ქვეშ მეგონა, მყარი და გამძლე კონსტრუქტიის გამო. ჟურნალისტობა დეტექტივობასაც ითვალისწინებს და მინდა გაცნობოთ რომ, ჩვენს სკოლაშიც არსებობს ასეთი საინტერესო ადგილი. პირველი სართულის კიბის უჯრედის უკან არის თავშესაფრის ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც ოდესღაც თავის დანიშნულებას ასრულებდა. ახლა კი მიტოვებულია და ჩასვლა აკრძალულია. ღმერთმა უწყის როგორი თავგადასავლები ელოდებათ იქ ჩასულ მოსწავლეებს. წარმოიდგინეთ მტვრიან კიბეზე ჩადიხართ, მარტოდმარტო, ტელეფონის ამარა. ჰაერში საკონტროლოებით გაწამებული ბავშვების სულები დაფრინავენ და გეძახიან. გეძახიან:"ჩააბარე, ჩააბარე! ჩააბარე..." მარცხენა ზემო კუთხეში კი ვამპარებლია და გაქვავებული სახის გამომეტყველებით გიყურებთ თვალებში. მინდა გითხრათ, რომ თავშესაფარი შენობის ჩვეულებრივი ნაწილია და მასში საიდუმლო და მისტიური არაფერი არ არის. სამწუხაროდ იქ შესვლა აკრძალულია და გინდ ჩახვიდე წვალებად არ ღირს. 5 წლის წინანდელმა მე-12 კლასელებმა თქვეს:" იქ მხოლოდ მტვერს და ძველ დანგრეულ მაგიდებს თუ შეხვდებითო",- მაგრამ იქნებადა მაინც არის იქ დაბუდებული ვამპარებელი ?!

დეკემბერი, 2018

გამოცემა N1

სტატიის ავტორი: Unknown, სირცხვილით ჩაიწვა მზეზე