ამჯერად გესაუბრებით კომაროვის სკოლის მოსწავლეზე, თორნიკე კიკონიშვილზე და მოგითხრობთ მისი გავლილი გზის შესახებ იმ სფეროში, რომელშიც კიდევ დიდ ხანს აპირებს მოგზაურობას.
ყველაფერი ასე დაიწყო. თორნიკეს ხატვის ნიჭი ყოველთვის შესამჩნევი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მისი დახატული ნახატი „კარლსონი“ საბავშვო ჟურნალში გამოქვეყნდა, ნათესავები აქტიურად განიხილავდნენ თემას სახელად „ამ ბავშვს მხატვრობა კოჭებში ეტყობა“. თორნიკესაც სიამოვნებდა მისი ფანტაზიების ფურცელზე გადატანა, ამიტომაც ყველამ ერთად გადაწყვიტა, რომ თორნიკეს სამხატვრო ათწლედში ჩაებარებინა და ასეც მოხდა, შვიდი წლის ასაკში მან სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და ასე დაიწყო მისი პირველი სერიოზული ნაბიჯები სამხატვრო გალაქტიკაში.
თორნიკე უკვე 15 წლის ხდება, და მოდი ვნახოთ რა მნიშვნელობა ენიჭება მხატვრობას მის ცხოვრებაში: „ხატვთ ჩემი გრძნობების გადმოცემა შემიძლია. ეს არის სამყარო სადაც თავიუფლად და მშვიდად შემიძლია ვიყო“.
თორნიკე თავის წარმატებებზე სიამოვნებით გვესაუბრება: „მეხუთე კლასში ჩემი ნახატი გაიგზავნა იაპონიაში, სსმ პირების გამოფენაზე წარსადგენად. თორმეტი წლის ასაკში კი ჩემი ნახატი გამგეობის კონკურსში წარვადგინე, რისთვისაც დამასაჩუქრეს და ნახატი სახელად „ერთიანი საქართველო“ დიდუბის რაიონის გამგეობაში გამოფინეს. ასევე ჩემი ნახატები აუქციონებსა და ფლეა მარკეტზე იყიდება.“
„ყველას ვუსურვებდი ეპოვნოს ისეთი სფერო, რომელიც მას იმდენად უერთგულებს და შეიყვარებს, როგორც ხატვამ შემიყვარა მე“. თორნიკე აგრძელებს მოღვაწეობას და მომავალში სწავლას გერმანიაში აპირებს, გრაფიკული დიზაინის განხრით.
მისი ნახატები პერიოდულად იდება, თორნიკეს Facebook Page-ზე: https://www.facebook.com/T.Kikonishvili/
თებერვალი, 2019
გამოცემა N1
ავტორი: ანდრია კიკონიშვილი